ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან – ნიკა მელიას ადვოკატი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მელიას საქმე სამართლებრივ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან მისი გათავისუფლება უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან, თავად მელიასა და უცხოელი პარტნიორების ძალისხმევის დამსახურებაა.

“ყველას ვურჩევდი, ამ საქმეს ნუ განიხილავენ სამართლებრივ ჭრილში და ასპექტში. მარტივად შემიძლია ავხსნა, ნიკა მელიას ბრძოლამ, პრინციპულობამ, ასევე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების, ჩვენი მეგობრების ძალისხმევამ, ხელისუფლება აიძულა, რომ დაესრულებინა ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა და დღეს სასამართლოს გზით ამის გაფორმება ხდება.

შესაბამისად, პროცედურებთან და სამართლებრივ სიღრმეებთან დაკავშირებით საუბარზე თავს შევიკავებდი, თუმცა შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში და რომელიც მოსამართლემ უნდა განიხილოს, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან”,-თქვა კონდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა – ტურისტულ სექტორში დასაქმებულებთან ერთად ავიცრები
შემდეგი სტატიანათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ – მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება