ზარქუა: მელიასგან გმირი არასდროს გამოვა, პრინციპები არ აქვს

არ გამოვა მელიასგან გმირი არასდროს, რადგან არანაირი თვისებები არ გააჩნია – ასე უპასუხა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარენ, ნიკა მელიას განცხადებას.

„წეღან ვთქვი, რომ იქნებ მანკიერი პრაქტიკა დაარღვიონ-მეთქი, 32 კაცი შემოვიდა და ორიღაა დარჩენილი. მადლობა დავით კირკიტაძეს, ბატონ რომან გოცირიძეს, ვეპატიჟებოდი და გამიხარდა მისი შემოსვლა. მელია კიდევ ისევ გაექცა სიმართლეს. სამწუხაროა, დატოვა დარბაზი და ახლა ასე გვიწევს, მაგრამ ალბათ, გადასცემენ მას. წეღანაც ისეთი ტონალობით დაიწყო თავისი გამოსვლა ბატონმა მელიამ, ვიფიქრე, უგრძვნია კაცს დემოკრატია-თქო. ხმა ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე და ამაზე ნახეთ ის აგრესია, რადგან კომპლექსი აქვს თვითონ. კომპლექსი აქვს, იმიტომ რომ ზუსტად იცის, იმ პრინციპებით, იმ თავისი ბრახუნით გულზე, აქ არ უნდა ყოფილიყო ახლა. ტყვე ნახეთ ვინც არის, უკრაინის მოქალაქის ტყვე, რომელმაც უბრძანა, შემოვიდა. მანამდე მწვანე არ ჰქონდა, ამიტომ იყო იქ. არ გამოვა მელიასგან გმირი არასდროს, რადგან არანაირი თვისებები არ გააჩნია. კაცს, რომელსაც პრინციპები არ აქვს, კაცს რომელსაც თვისებები არ აქვს კაცური, არ გამოვა იმისგან გმირი და წამოგვაძახა წეღან, ციხეში ნაჯდომიო. ციხეში ნაჯდომი, ბატონო ნიკანორ და გმირები ის ხალხია, 300 ათასი, ვინც სააკაშვილის ციხეში წამება გამოიარეს, წამება, ვაება და დოკუმენტაციაც კი მოვაყოლეთ ამას, ისინი არიან გმირები, თორემ რა გმირი უნდა გამოვიდეს თქვენგან. გასაღები ჯიბეში გედოთ და ბოლოს, როდესაც მიიღეთ უკრაინიდან დასტური, დაეთანხმეთ ამას, გამოხვედით და ახლა აქ მორალს გვიკითხავთ კაცობაზე, ვაჟკაცობაზე. არ გამოვა თქვენგან არა, ტყუილად ცდილობთ. ნავაჟკაცარი კაცი კიდევ არ გაიშვას. ამიტომ, კიდევ ჯობია იმ ამნისტიას დათანხმდე, დაჯდე შენს კოლეგებთან ერთად და რეალურ გამოწვევებზე, რაც აქვს ქვეყანას, ეს არის უმუშევრობა, ინფლაცია, დასაქმება, ამაზე ვისაუბროთ. არ გამოვა შენგან გმირი, ვერც რევოლუციას განახორციელებ, არ გაქვს არც ამის რესურსი, არც მორალური რესურსი, არც გექნებათ. ეს ხომ კარგად გაიგეთ. მათ შორის თქვენმა მხარდამჭერებმაც ზურგი გაქციეს. ამიტომ იყო, რომ თითქოსდა ერთ პერიოდში თავს ომ იწონებდით, დემოკრატიულად არჩეული თავმჯდომარე ვარო, მერე რატომღაც გადაიფიქრეთ და ახლა იმ ხალხს რატომ არ ჰკითხეთ, უნდა შემოსულიყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“. ვერ ჰკითხე, ვერ გაბედე. არც ამ შემთხვევაში ხარ გმირი. ასე რომ გმირობაზე ნუ დადებ თავს ტყუილად და როგორც ახლა გაიქეცი, რომ სიმართლის მოსმენა არ გინდა, ასე იქნები ოთხი წელი“, – განაცხადა ზარქუამ.

 

 

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე გავრილოვზე: სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, ის კაცი, პროტოკოლის თანამშრომელმა მიუტანა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ამ რეჟიმის დამარცხება ჭეშმარიტად ეროვნული ამოცანაა