ნიკა მელია: ბატონი კვირიკაშვილი დღითი დღე ადასტურებს, რომ ცხოვრობს პარალელურ სამყაროში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით, პრემიერმინისტრის განცხადება, რომ საარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, “ყოველგვარ აზრს მოკლებულია”. მელიამ აღნიშნა, რომ “მთელი ადმინისტრაციული რესურსი ჩართულია საარჩევნო მარათონში”.

“ბატონი კვირიკაშვილი დღითი დღე ადასტურებს, რომ ცხოვრობს პარალელურ სამყაროში ან დიდი სურვილი აქვს იქ ცხოვრების. რომელ თანაბარ და სამართლიან წინასაარჩევნო გარემოზეა საუბარი, კორცხელის ინციდენტის იმ მოვლენების შემდეგ, რაც მას შემდეგ განვითარდა და არ დაისაჯნენ დამნაშავე სპორტსმენ-ზონდერები. რა თქმა უნდა, კვირიკაშვილი ამაზე საუბრობს დღენიადაგ, თუმცა ეს უსაფუძვლო და ყოველგვარ აზრს მოკლებულია. მთელი ადმინისტრაციული რესურსი, განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტების დონეზე და თბილისის მუნიციპალიტეტიც, ჩართულია საარჩევნო მარათონში ქართული ოცნების სახელით და მთელი სუს-ი, ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით, რომელიც კვლავ აგრძელებს პირადი მცველის ფუნქციის შესრულებას ივანიშვილის საკეთილდღეოდ. აი, ამ ვითარებაში, როდესაც პრემიერმინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერი არის კარგად და იდეალური გარემოა, ეს არის ყოველგვარ აზრს მოკლებული”, – ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა იაგო საურმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაWashington Post-მა კერის მოსკოვში ვიზიტის შესახებ შეიტყო