ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ორივე ბრალდებულს დაუსწრებლად, აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კვარაცხელია 15 სექტემბერს დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს – აკაკი ჭელიძე, გიორგი კავილაძეს ეძებს.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ხელმოწერები გროვდება, უკვე 24 ხელმოწერაა ოპოზიციური პარტიებიდან
შემდეგი სტატია“სისხლიანი ბანერები” ზუგდიდშიც გამოფინეს