ნიკა გვარამია: ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას

საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის სოციალურ ქსელში გავარცელებულ სტატუსთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატი ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელ მკვლელობაზე საუბრობდა, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.

„ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს.

მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას.“- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ მიგვიღია სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა
შემდეგი სტატიაენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება