ნიკა გვარამია: უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს ძალიან მძიმე შავბნელი საქმეები

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მისი განცხადებით, კომპანიის საქმის განმხილველ კოლეგია ჩამოყალიბებულია საქმისდ განხილვის თაობაზე, თუმცა მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. მისივე თქმით, ამ საქმეში ჩართული არიან უსაფრთხოების სამსხურები.

“იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტის პარალელურად, როცა საქართველოში ჩამოსული არიან ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირები, ყველა ელჩი და საუბარია საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე. ბატონი სტოლტენბერგის ვიზიტის პარალელურად, უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მძიმე, შავბნელი საქმეები. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“კოლეგია, რომელიც საქმეს იხილავს აბსოლიტურად ჩამოყალიბებულია, იმაზე რომ საქმე იყოს განხილული მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. ამ ზეწოლაში სასამართლოში წარმოდგენილი ცალკეული თანამდებობის პირები, მოსამართლეები. ჩვენი საქმის განმხილველ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა გარედან, ამაში ჩართულია უსაფრთხოების სამსხურები.

“მე გამოვაშკარავებ ადამიანს, რომელიც სასამართლოს შიგნიდან ანგრევს სასამართლო ხელისუფლებას და ასრულებს ხელისუფლების უმძიმეს დაკვეთებს. ვალერი ცერცვაძე იყო მეორე ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ ჩინჩალაძეა. რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. ბატონი ცერცვაძეც და ჩინჩალაძეც ხელისუფლებას წარმოადგენდნენ ნაციონალური მოძრაობის დროსაც, დღეს კი ისინი ქართულ ოცნებას წარმოადგენენ. ბატონი ჩინჩალაძე მოსამართლეთა კოლეგიას არ აძლევს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. ჩინჩალაძე მთლიანად არის ინტეგრირებული ხელისუფლებაში. ჩვენ ვსწავლობთ მის ბიზნესებს. ის სახელმწიფოსთან კომუნიცირებს ბატონი ივანე ზარდიაშვილის მეშვეობით, რომელიც კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ეს ადამიანი სავარაუდოდ არის ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. ზარდიაშვილი ჩინჩალაძე არიან მეჯვარეები.

“ბატონი ჩინჩალაძის მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი, არის ზარდიაშვილის თანამშრომელი, მან წაიყვანა კონტროლის პალატაში. ის იღებს 2500 ლარს იმაში, რომ ის არ დადის სამსახურში, არავის ის არ უნახავს. ეს ოჯახი ბატონი ჩინჩალაძის, მთლიანად არის შეზრდილი ხელისუფლებასთან, მას ხელისუფლებასთან ფინანსური ინტერესები აკავშირებს. ბატონ ჩინჩალაძეს ვპირდები ის აღმოჩნდება ციხეში.

“დასრულდება ის ტრიადა, რომელიც მართავდა სასამართლოს მანამდეც და ახლაც. ამ ტრიადის სახეა მხოლოდ მურუსიძე, ამ ტრიადაში გადაწყვეტილებებს იღებდნენ ჩინჩალაძე და ცერცვაძე, მე ვიცი რაზეც ვსაუბრობ, ასე იყო გუშინაც და დღესაც. რუსთავი 2-ის საქმეში ფათური არავის არ შერჩება. მე მოვუწოდებ მოსამართლეებს რომლებიც ზეწოლას უმკლავდებიან. ჩინჩალაძეები მიდიან და მოდიან, თქვენ რჩებით. თქვენ უნდა განახორციელოთ მართლმსაჯულება. ნუ დაიღუპავთ თავს, იმიტომ რომ სხვამ ფული გააკეთოს.

“ისტორიას რჩებიან ისინი ვინც გადაწყვეტილებებს აწერენ ხელს, ნუ შეხვალთ ისტორიაში შავ ფურცლად. ჩინჩალაძეები რჩებიან ციხეში და არა ისტორიაში. გაუფრთხილდით საქართველოს აწმყოს და მომავალს. განახორციელეთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მართლმსაჯულება.

“საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ვისაც აღელვებს ამ ქვეყნის დემოკრატია და მომავალი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუდმივად იყო ჩვენს გვერდით, დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მივმართავ
თხოვნით, დაიცავით ის სამი მოსამართლე, რომელიც იხილავს ჩვენს საქმეს. არ მისცეთ შესაძლებლობა ჩინჩალაძისნარი ნაძირლებს თავს მოახვიონ მოსამართლეებს შეხედულებები. დაიცავით რუსთავი 2. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩამოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას განვითარების შანსს არ აძლევენ” – აცახდებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ, კახი კალაძე კვლავ მთავრობაში გააგრძელებს მუშაობას
შემდეგი სტატიასაქართველოში 2017 წლის მაისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება