ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ, კახი კალაძე კვლავ მთავრობაში გააგრძელებს მუშაობას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კახი კალაძე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მთავრობაში გააგრძელებს საქმიანობას.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილ მინისტრს ოთარ დანელიას, კობახიძის ვარაუდით ის, რომელიმე საპარლამენტო თანამდებობას დაიკავებს.

„მე ვვარაუდობ, რომ სიის პირველი და მეორე ნომრები დარჩებიან მთავრობის რიგებში. ოთარ დანელია კი სავარაუდოდ დაიკავებს პარლამენტარის თანამდებობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაშნიკოვმა განახლებული АК-12 და АК-15 წამოადგინა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს ძალიან მძიმე შავბნელი საქმეები