ნიკა გვარამია: “100-ჯერ რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება ხიდეშელსა და გოგი თოფაძეს შორის, ასივეჯერ ხიდაშელს ავირჩევ”

nika gvaramiaტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეიბუქ-პოსტს” აქვეყნებს:

“რაც და რამდენიც არ უნდა ქონდეს თინა ხიდაშელს ნათქვამი ან გაკეთებული პირადად ჩემი ან რუსთავი 2ის წინააღმდეგ (და აქვს, ჩემი აზრით ბევრი, ცუდი და არასწორი), 100-ჯერ რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება მასსა და გოგი თოფაძეს შორის, ასივეჯერ ხიდაშელს ავირჩევ. თუ რამე აქვს დაშავებული, მიეზღოს, ოღონდ გოგი თოფაძისგან არა.
ამით განვსხვავდები მე თუნდაც იგივე ხიდაშელისგან – ჩემთვის გადამწყვეტია ფასეულობითი ორიენტაცია, რომელიც ხიდაშელს ევროატლანტიკური აქვს, ისევე როგორც მე, ისევე როგორც რ2ს.
ps თუ გინდათ, ხიდაშელის და თოფაძის მაგივრად რესპუბლიკელები და მრეწველები იგულისხმეთ.
pps ზაქარეიშვილს რაც შეეხება, ამ არსებასა და მეორე არსება თოფაძეს შორის განსხვავებას ნამდვილად ვერ ვხედავ“-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო სააგენტო “თაიმერის”გამოკითხვის თემას 1973 ადამიანი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიადიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები დაიტბორა – დაზიანებულია ავტომობილებიც