დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები დაიტბორა – დაზიანებულია ავტომობილებიც

წყლის მილი გასკდა გამთენიისას დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ GOODWILL-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.წნევა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ წყალმა მიწიდან 12 მეტრის სიმაღლეზე ამოხეთქა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. დაზიანებულია დაახლოებით 10 ავტომობილი.

დაზიანებულია ავტომობილებიც. შემთხვევის ადგილზე ამჟამად საავარიო ჯგუფი მუშაობს. იწყება შენობებიდან ამოტუმბvითი სამუშაოები.

დიდ დიღომში ამ დრომდე ელოდებიან გამგეობის წარმომადგენლებს. ავარიის ადგილზე სამაშველო სამსახურის დაგვიანებულ მისვლაზე საუბრობს მოსახლოება.

დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია განახორციელებს, ამის შესახებ დიდ დიღომში ავარიის ადგილზე Georgian Water & Power-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ტერიტორიაზე გამგეობის წევრებიც მივიდნენ.

წყლის კომპანიაში ამბობენ, რომ ავარიის ადგილზე სამუშაოები 2 საათში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტების ეტაპობრივად ჩართვა დაიწყება. პროცესი 4 საათამდე დასრულებული უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: “100-ჯერ რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება ხიდეშელსა და გოგი თოფაძეს შორის, ასივეჯერ ხიდაშელს ავირჩევ”
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. ბიოს 167 აბი ამოიღო