ნიდერლანდებში MH17-თან დაკავშირებით რუსეთის ელჩი გამოიძახეს

ნიდერლანდებში MH17-თან დაკავშირებით რუსეთის ელჩი გამოიძახეს

6ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი გამოიძახეს, რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, MH17-ის გამოძიებასთან დაკავშირებით.
ჰოლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბერტ კუნდერსმა განაცხადა, რომ რუსეთის რეაქცია იმის მანიშნებელია, რომ ისინი MH17-ის საგამოძიებო კომიტეტის კომპეტენციას, პროფესიონალიზმს და დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.
“რუსეთის ელჩს განვუცხადეთ, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო კრიტიკა დაუშვებელია”- ნათქვამია ჰოლანდიის საგარეოპოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის ელჩის გამოძახებას კარგი ამბავი უწოდა. “ეს ძალიან კარგი ამბავია. ცხადია, ჩვენი დიმლომატიური წარმომადგენლობა ნიდერლანდებში ჩვენს ყველა მოსაზრებას გააჟღერებს. დიალოგი – ეს ყოველთვის კარგია” – თქვა პესკოვმა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც უკრაინის თავზე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის МН17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებს, განაცხადა, რომ ლაინერი სნეჟნოვოს დასახლებული პუნქტიდან გაშვებული რაკეტით იქნა ჩამოგდებული.
მტკიცებულების სახით, დაღუპულების ნათესავებს წარუდგინეს ფოტო და ვიდეოჩანაწერი, ასევე, საუბრის ჩანაწერი.
გამოძიების თქმით, გამშვები მოწყობილობა “ბუკი”, საიდანაც თვითმფრინავის ჩამოსაგდებად რაკეტა იქნა გაშვებული, უკრაინაში რუსეთიდან იყო შემოტანილი. მათ კატასტროფაში ეჭვმიტანილების ასკაციანი სიაც აქვთ.

დაღუპულთა ნათესავების თქმით, ინფორმაცია, რომელიც მათ წარუდგინეს, ამომწურავია.
МН17-ის კატასტროფის დროს და ახლაც, სნეჟნოვოს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის პრორუსული სეპარატისტები აკონტროლებენ.

საეთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში შედიან წარმომადგენლები ნიდერლანდებიდან, ავსტრალიიდან, მალაიზიიდან, ბელგიიდან და უკრაინიდან. ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით მუშაობს. მათი დასკვნები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი შეიძლება გახდეს..

კატასტროფა 2014 წლის ივლისში მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.

დღეს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მათ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბოდიში არა აქვთ მოსახდელი.

banner
წინა სტატიაშიგერმანია მიგრანტების მიღებას გააგრძელებს
შემდეგი სტატია(video) რობი უილიამსმა რუსულ თემაზე ახალი სკანდალური კლიპი გამოსცა