ნიდერლანდებმა უკრაინას 274 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება გამოუყო

ნიდერლანდების მთავრობამ ორშაბათს გამოაცხადა უკრაინას 2023 წელს ყოვლისმომცველი დახმარების პირველი პაკეტის გამოყოფა, ჯამში 274 მილიონი ევრო.

ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატაში საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრის ლიშე შრეინმაჩერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვოპკე ჰოექსტრას ერთობლივ განცხადებაში.

274 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი არის 2,5 მილიარდი ევროს ნაწილი, რომელიც ჰოლანდიის მთავრობამ გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წელს.

აქედან 180 მილიონი ევრო განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარების, სოფლის მეურნეობისა და რეკონსტრუქციისთვის, ხოლო დანარჩენი 94 მილიონი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალების არალეტალური მხარდაჭერისთვის, დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

კერძოდ, პაკეტის „ჰუმანიტარული ნაწილიდან“ 20 მილიონი ევრო გადადის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, 10 მილიონი ევრო – ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე, ამდენივე კი – სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვაზე.

banner
წინა სტატიაშიინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებისას დაშავებული მაქსიმ ზუბარევი დაიღუპა – უკრაინული მედია