ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს

ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია იძაბება –  ინგუშეთის მალგობეკის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს, იტყობინება რეგიონის ოპერატიული შტაბი.

“რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ინგუშეთის რესპუბლიკაში მიიღო გადაწყვეტილება ორშაბათს მოსკოვის დროით 20:00 საათიდან მალგობეკის რაიონის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ”,- ნათქვამია განცხადებაში.

რაიონის ტერიტორიაზე დაწესებულია კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი და დროებითი შეზღუდვები.

გასული წლის ოქტომბრიდან ინგუშეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორატს გენერალ-მაიორი დიმიტრი კეჩკინი ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაში“ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს! თავისუფლება ლაზარეს და ჩვენს სამშობლოს!” | ნიკა გვარამია 212-ე საკნიდან
შემდეგი სტატიანიდერლანდებმა უკრაინას 274 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება გამოუყო