იონათამიშვილი – სალომე ზურაბიშვილს არავითარი პირადი სუვერენიტეტი არ გააჩნია

აქამდე სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას ავლენდა, ახლა კონსტიტუციის მიმართ სიძულვილს ამჟღავნებს, რაც მისი მხრიდან ქართული სახელმწიფოს სიძულვილს ნიშნავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს არავითარი პირადი სუვერენიტეტი არ გააჩნია.

„ვიცით, რომ მას სძულს მილიონზე მეტი ის ამომრჩეველი, ვინც მას თავის დროზე მხარი დაუჭირა. ვისთანაც შეხმატკბილებულია, ეს დავალების მიმცემლები არიან. მას არავითარი პირადი სუვერენიტეტი არ გააჩნია. დღეს კიდევ იმაზე რომ ლაპარაკობს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი უნდა იყოს, ეს უთავმოყვარეობაა არა მხოლოდ მისი მხრიდან, არამედ მთლიანად ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა