ნეთანიაჰუს საბიუჯეტო თანხების მაკიაჟსა და ვარცხნოლობაში დახარჯვაში ადანაშაულებენ

ნეთანიაჰუს საბიუჯეტო თანხების მაკიაჟსა და ვარცხნოლობაში დახარჯვაში ადანაშაულებენ

1ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბინიამინ ნეტანიაჰუს 2,1 მილიონი შეკელის (დაახლოებით 542 ათასი დოლარი) დახარჯვაში ადანაშაულებენ გაეროს საიუბილეო ასამბლეის 5 დღიან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისას. დეტალებს The Times of Israel-ი აქვეყნებს.

ყველაზე ძვირი დაჯდა ავიაკომპანია El Al-ით ნიუ-იორკში გადაფრენა – 387 ათასი დოლარი. დარჩენილი თანხა, პრემიერმა უკვე ამერიკაში დახარჯა: 1,6 ათასი დოლარი ვარცხნილობაში გადაიხადა და 1,75 ათასი დოლარი მაკიაჟში. 20 ათასი დოლარი დაჯდა სასტუმროს ნომრიდან ავეჯის გატანა, რომ ნეთანიაჰუს მეუღლეს სტუმრები მიეღო. ორ ადამიანზე კვებაში დაიხარჯა 1,76 ათასი დოლარი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ თანხებში არ შედის პრემიერის მეუღლის სარას ხარჯები, რაც, მედიის თქმით, სავარაუდოდ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
ხარჯების შესახებ მონაცემები ნიუ-იორკში ისრაელის საკონსულომ გადმოაგზავნა ისრაელში. გაზეთი ამტკიცებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფორმაციაზე წვდომა არ არსებობდა.
გაეროს 70 წლის საიუბილეო საღამო 2015 წლის 28 სექტემბერს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე : ჩვენ ვამბობდით, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღება მხოლოდ შემოდგომაზეა შესაძლებელი
შემდეგი სტატიაბრიტანეთში თავდასხმის შედეგად დეპუტატი ჯო კოკსი გარდაიცვალა