„ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოო დასრულებამდე, არის დამაზიანებელი“ – კობახიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე

ე.წ. ციანიდის საქმის შეფასებისგან თავს იკავებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს:

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოო დასრულებამდე, არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ, მთავარია დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიებამ უნდა გასცეს საბოლოოდ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც ჩვენ გვაქვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიფოტო ბერლინიდან – პატრიარქრი და მღვდელმთავრები
შემდეგი სტატია“ხელისუფლების ორგანოები იყვნენ შეყვანილი შეცდომაში”- რას აცხადებს დეკანოზ მამალაძის ადვოკატი