ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ პასუხი გავცე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობი ამათ გამოძიებას – ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ზაზა სარალიძე დღეს დილის 11:00 საათზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. სარალიძის ინფორმაციით, დაბარება მერიის მხრიდან მისი პირადი ინფორმაციის გავრცელებასა და მუქარის შემცველ წერილებს ეხება. უახლოეს დღეებში შვილმოკლული მამა აპირებს შეიტანოს საჩივარი საგამოძიებო უწყებაში ერთ-ერთი მოქალაქის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელმაც ის ბიზნესმენ ბონდო შალიკიანის პირად ტრაგედიაში დაადანაშაულა. სარალიძე ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ პასუხი გავცე და ვითანამშრომლო გამოძიებასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობი ამათ გამოძიებას. აჭარის რეგიონულ პროკურატურასაც მივმართავთ სავარაუდოდ. ან გენერალურ პროკურატურასაც მივმართავთ. იქ მცხოვრებმა ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელმაც დამადანაშაულა ყოფილი ბიზნესმენის, ბონდო შალიკიანის ტრაგედიაში,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია : არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან
შემდეგი სტატიათიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ