„NDI-ს კვლევაში მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის მიზეზი მთავრობის ცუდი ლოჯისტიკა და გაუმართავი საინფორმაციო კამპანიაა “ – ვახტანგ კალოიანი

„ამგვარი ვითარების საფუძველი არის ხელისუფლების მორალური და იდეოლოგიური სიახლოვე ანტივაქსერულ აგრესიულ ჯგუფებთან“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი NDI-ს კვლევის შედეგებს.
„ეს კვლევები ძალიან საინტერესო შედეგებს გვაჩვენებს, პირველ რიგში ძალიან დიდი ნაწილია მოქალაქეების, რომლებსაც ინფორმაცია არ აქვთ, არის 25% რომლებსაც უნდათ აცრა თუმცა ჯერ აცრილი არ არის, ეს ყველაფერი მეტყველებს ცუდ ლოჯისტიკასა და გაუმართავ საინფორმაციო კამპანიაზე, ამის საფუძველი არის ხელისუფლების მორალური და იდეოლოგიური სიახლოვე ანტივაქსერულ აგრესიულ ჯგუფებთან და ყველა მისი ნაბიჯი გადადგმული არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ არის ერთი ლოგიკით ნაკარნახები ის არ იღებს პასუხისმგებლობას, არ ეუბნება მოქალაქეებს სიმართლეს და შედეგიც სახეზეა.“ – განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – ბოლომდე ვეცდებით, რომ მივაღწიოთ კომპრომისს საქართველოს სახელმწიფოსთვის ღირსეულ რეზოლუციის ტექსტზე
შემდეგი სტატიაშშმ არასრულწლოვანზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ