NDI მინისტრების შეფასება – გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მეტად სერგეენკოს საქმიანობა მოსწონს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასებისას, ყველაზე მაღალი პროცენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს აქვს.

სერგეენკოს საქმიანობას კარგ შეფასებას აძლევს გამოკითხულთა 34%, საშუალოს- 36%, ცუდად აფასებს 10%, ხოლო ძალიან კარგად 9 %.

ყველაზე დაბალი პროცენტი მინისტრების საქმიანობის შეფასებისას აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას.მის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 8%, 41% საშუალოდ, 20% ცუდად, ძალიან კარგად კი 1%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით. 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშილაშა თორდია : ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და მათი დამუშავება მოხდება”- თორდია