ლაშა თორდია : ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად

გამიჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ განუცხადა.

თორდიამ აღნიშნული ეჭვის გაჩენის გარემოებებზეც ისაუბრა.

„გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ჩემი ნდობა პროკურატურის მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური. ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რაც გუშინ განვითარდა მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელები, უკვე საღამოს კი ვიხილეთ განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა. გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად. ამას ემატება ის, რომ მის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2 და 3 საათზე მასთან იკრიბებიან და განიხილავენ რაღაც საკითხებს“, – განაცხადა თორდიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, მას არც “ფინანსური პოლიციის და არც პროკურატურის არ ეშინია”.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ჩემი მისამართით არა ერთი ბრალდება გაიჟღერებს, შესაძლოა ვიდეოებიც გავრცელდეს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია, ვერც პროკურატურა. მე უბრალოდ გული მწყდება, რომ სახელმწიფო უწყებები ჩართულია ერთ-ერთი ავაზაკის ქმედების „გაპრავებაში“, – აღნიშნა თორდიამ.

banner
წინა სტატიაშიNDI: 67% – სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა
შემდეგი სტატიაNDI მინისტრების შეფასება – გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მეტად სერგეენკოს საქმიანობა მოსწონს