“ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და მათი დამუშავება მოხდება”- თორდია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ კლინიკა დატოვა. მან ჟურნელისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პროკურატურას არ ენდობა. მისივე თქმით, მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება:

“ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და იმ ადამიანების დამუშავება მოხდება, რომლებიც მომხდარ ფაქტს დაესწრნენ. რაც შეეხება გამომძიებლების შეკითხვებს, მათ სახლში მივიღებ და გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

 

banner
წინა სტატიაშიNDI მინისტრების შეფასება – გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მეტად სერგეენკოს საქმიანობა მოსწონს
შემდეგი სტატიაკალაძე: დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ