NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 16, 2018 10:51

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 54% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილები მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, გამოკითხულთა 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა, 30%-სთვის კი სიღარიბე.

ამავე კვლევით, 25%-ს მიაჩნია, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი პენსიებია, 23%-სთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 23%-სთვის – ტერიტორიეული მთლიანობა, 20%-სთვის კი განათლება.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა 13%-სთვის არის, რუსეთთან ურთიერთობა – 10%-სთვის, ადამიანის უფლებები – 10%-სთვის, ხოლო სამართლიანობის აღდგენა – 7%-სთვის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 16, 2018 10:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics