NDI-ის დირექტორი: ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოკითხვებს არ ენდობიან

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს გამოკითხვებს არ ენდობიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” თბილისის ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განუცხადა, რითაც NDI-ის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ გამოთქმულ უნდობლობას და კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უნდობლობა საზოგადოებრივი გამოკითხვების მიმართ ჩვეულებრივია და ეს ყველგან ასეა.

„ვფიქრობ, ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს გამოკითხვებს არ ენდობიან. ეს ჩემს ქვეყანაშიც ასე ხდება. მიზანი იმისა, რატომაც ვატარებთ საზოგადოებრივ გამოკითხვებს საქართველოში არის ის, რომ დავეხმაროთ სხვადასხვა სახელმწიფო მაღალჩინოსანს – მთავრობაში, პარლამენტში, საარჩევნო კომისიაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წარმოდგენა საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით. ამგვარად მათ შეუძლიათ გაატარონ საჭირო პოლიტიკა, კანონმდებლობა და განავითარონ უკეთესი საკომუნიკაცო სტრატეგია, რაც მოქალაქეების საჭიროებებს ემთხვევა“, – აღნიშნა მან.

თორნტონის განმარტებით, მომდევნო საზოგადოებრივი გამოკითხვა სავარაუდოდ, ივნისის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.

“ჩვენი მომდევნო გამოკითხვა იქნება ივნისის ბოლოს. რა დროსაც ვნახავთ, იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილება ახლანდელ შედეგებთან შედარებით. როგორც იცით, ახლა გამოკითხულთა 61 პროცენტს ვერ გადაუწყვეტია, ვის უჭერს მხარს“, – NDI-ის თბილისის ოფისის დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშინიკოლას ბერლინერი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” „Check In Georgia“-ს კორუფციულ სქემას ასაჯაროვებს