NDI დღეს საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

“ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” დღეს საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. კვლევის დროს მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული რეგიონების გარდა, 2200-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
რომელ სახელმწიფო ინსიტიტუციას ენდობით? რა არის ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა? შეიცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ? – ამ და სხვა კითხვების საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები რამდენიმე საათში გასაჯაროვდება.
ხვალ კი, უკვე NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს გამოაქვეყნებს და გავიგებთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს ენდობა მოსახლეობა ყველაზე მეტად.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: თამაზ ქვლივიძე-სამი პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი,მამა პაატა ქვლივიძე ქოც-მაღალჩინოსანი
შემდეგი სტატიასაქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია – Freedom house