“ნავალნი არაა ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საქართველოს მიმართ პოზიტიური პოლიტიკური პოზიციის არ გამოირჩეოდა. ამავე დროს, ვოლსკი ამატებს, რომ ოპოზიცია არ უნდა იდევნებოდეს.

“ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა, როგორც მახსოვს საქართველოს მიმართ და იმის შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალები, ოკუპანტი ძალები შემოიჭრა საქართველოში, იგივე იყო უკრაინის მიმართ, იგივე იყო ყირიმის მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, რასაკვირველია, ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასერიგად არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, როგორც ეს სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში ნავალნი არ არის ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა ოდესმე, პირიქით გაგვიგია”, — აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგეგმები წყალში ჩაეყარა – შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის წასვლაზე
შემდეგი სტატიაელისაშვილი – გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია, რა მოხდა მის თავს, არ ვიცი