ნაუსედა – ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს ქვენი Tesla-ს საბურავი, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების უკანონო მფლობელად, მათი მტკიცების მიუხედავად, რომ ამას მხარი დაუჭირეს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ილონ მასკის ეხმაურება.

„ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავი, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების უკანონო მფლობელად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მტკიცებით, ამას ხმა დაუჭირეს. უბრალოდ ვამბობ“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

მანამდე, „ტვიტერში“ SpaceX-ის დამფუძნებელმა, ​ილონ მასკმა დადო გამოკითხვა, უნდა გადაწყვიტონ თუ არა დონბასსა და ყირიმში მცხოვრებლებმა, არიან ისინი რუსეთის ნაწილი თუ უკრაინის.

მოგვიანებით, ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ გამოკითხვას აწარმოებს, რომელი ილონ მასკი უფრო მოსწონს მოსახლეობას, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია – რუსეთის ძალებმა ხარკოვზე და დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს
შემდეგი სტატიაუფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, ნელ-ნელა ხვდებიან, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, როცა ომი დაიწყო – ზელენსკი