ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდეს

რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო და ასევე საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა 2016 წელს თავდაცვაზე ხარჯებს გაზრდის – დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინამ გაავრცელა. მათი ცნობით, საერთო ხარჯი ზოგი წევრი ქვეყნისთვის ნაკლებად, ზოგისთვის კი – 3%-ით გაიზრდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნების თავდაცვის ხარჯები არ არის ერთნაირი, ზოგი მეტს ხარჯავს, ზოგი ნაკლებს, თუმცა, გენმდივნის თქმით, საერთოდ ტენდენცია “სწორი მიმართულებით” მიდის და ცივი ომის შემდეგ, სამხედრო ხარჯები საერთო ჯამში 0,8%-ით გაიზარდა.
გერმანია 2016 წელს თავდაცვაზე დახარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 1,19%, საბერძნეთი – 2,38%-ს, ბრიტანეთი 2,21%-ს, ესტონეთი 2,16%-ს, პოლონეთი 2%-ს. აშშ-ს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3,61%-ია, რაც 664 მილიარდ დოლარს უდრის. გერმანიაში ეს თანხა 41 მილიარდი დოლარია.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : 8 ოქტომბერს ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან გადაწყვეტს პარტიების და პოლიტიკოსების ბედს (ვიდეო)