თავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა. თინათინ ხიდაშელმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად II ქვეითი ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ პირადად დაათვალიერებინა 22-ე ბატალიონის გარემონტებული ყაზარმა.

“სენაკის II ქვეით ბრიგადაში რამდენიმე ყაზარმის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 22-ე ბატალიონს ახალი საცხოვრებელი ექნება. ისინი სულ ახლახან დაბრუნდნენ ავღანეთიდან და ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება დაჩქარებულად მოგვესწრო მათთვის ახალი შენობა და უკეთეს პირობებში დაგვებრუნებინა ეს სამხედროები. მადლობა მინდა ვუთხრა ბრიგადის მეთაურს, რომ საკმაოდ ეფექტიანად და მოკლე ვადებში გაართვა თავი ამ საქმეს”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიავღანელმა თვითმკვლელმა-თალიბმა შემთხვევით 11 კოლეგა ააფეთქა
შემდეგი სტატიანატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდეს