ნატოს სამიტი საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ვადებს არ დაასახელებს – სტოლტენბერგი

ნატოს ქვეყნების ლიდერები სამიტზე, რომელიც დღეს ბრიუსელში იმართება, არ დაასახელებენ ვადებს იმასთან დაკავშირებით, ასპირანტი-ქვეყნები, როგორიც არიან საქართველო ან უკრაინა, როდის შეძლებენ ალიანსში გაერთიანებას – ამის შესახებ დღეს ბრიუსელში, მარშალის ფონდის ფორუმზე,  გაერთაინების გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა საქართველოს, რომელსაც ასპირანტი ქვეყნსი სტატუსი აქვს, უახლოეს პერიოდში წევრობა მიიღოს.

“ვფიქრობ, ნატოს მოკავშირეები დაადასტურებენ დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელის მანამდე მივიღეთ, კერძოდ, ბუქარესტის სამიტზე, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ საქართველო იქნება წევრი. მაგრამ ჩვენ არ დაგვისახელებია ვადები და ჩვენ დღესაც არ დავასახელებთ ვადებს” – თქვა სტოლტენბერგმა.

“ჩვენ ფოკუსირებულები ვართ რეფორმებზე, საქარველოს მხარდაჭერაზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მისი “ინსტიტუტების სრულყოფაში” – დაამატა ნატოს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ “ნატოს კარები ღია რჩება”.

banner
წინა სტატიაშითურნავა “ნამახვანჰესზე”: ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში
შემდეგი სტატიადედაქალაქს ელექტროენერგია სრულად აღუდგა