ნატოს ჯარისკაცები კერძო საკუთრების დაზიანებაში დაადანაშაულეს

ნატოს ჯარისკაცები კერძო საკუთრების დაზიანებაში დაადანაშაულეს

7ლატვიაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნატოს ორ ჯარისკაცზე, რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში ტაქსის მანქანაზე აძვრნენ და ცეკვა დაიწყეს.
“სისხლის სამართლის საქმე კერძო საკუთრების განზრახ დაზიანების მცდელობით აღიძრა ბრიტანეთის ორი მოქალაქის წინააღმდეგ ” – წერს პოლიციის პრეს-სამსახური.
ინციდენტი 8 ივნისს მოხდა. ტაქსის მძღოლმა მანქანა რამდენიმე წუთით დატოვა და თვითონ ყავის დასალევად შევიდა კაფეში. როცა დაბრუნდა, დაინახა, რომ ჯარისკაცები მანქანაზე ცეკვავდნენ, იქვე მდგარი ორი მოქალაქე კი ინციდენტს ტელეფონით იღებდა. ჯამში, მანქანას რამდენიმე ნაწილი დაუზიანდა.

მოგვიანებით, ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ ჯარისკაცები ბრიტანელები არიან და ქვეყანაში ნატოს სწავლებების ფარგლებში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიბანგლადეშში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 2 ათასი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატია1974 წელს დაბადებული მიხეილ ლ. დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობის ფაქტზე სადახლოში დააკავეს