1974 წელს დაბადებული მიხეილ ლ. დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობის ფაქტზე სადახლოში დააკავეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2016 09:33

1974 წელს დაბადებული მიხეილ ლ. დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობის ფაქტზე სადახლოში დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული მიხეილ ლ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობის ფაქტზე სადახლოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11,2382 გრ. მეთადონის შემცველი 18,4523 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19-262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2016 09:33

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics