NATO-ს სამიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე იტალიელ კოლეგას პაოლო ჯენტილონის შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაოლო ჯენტილონისთან.

მინისტრებმა ისაუბრეს NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგებზე და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა სამიტის კომუნიკესა და NATO-საქართველოს კომისიის განცხადებაში.

შეხვედრაზე ასვე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზის წესრიგზე. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან მიმართებაში და აღნიშნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მეირ გაწეული ძალისხმევა. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები.

banner
წინა სტატიაშინატო “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში კოალიციას AWACS-ის სისტემებით დაუჭერს მხარს
შემდეგი სტატიაშიშვლები და ლურჯები: ამერიკელი ფოტოგრაფის ბრიტანული პროექტი