ნატო “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში კოალიციას AWACS-ის სისტემებით დაუჭერს მხარს

ნატოს ქვეყნებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში კოალიციას სისტემა AWACS-ით დაეხმარონ – დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილი არიან AWACS-ის შორი რადიოლოკაციური ხედვით, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმოქმედებენ და ასევე თურქეთის თავზე, სირიასა და ერაყში სიტუაციის დასაკვირებლად.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ბაღდადში მალე დაიწყებენ მუშაობას მასწავლებლები, რომლებიც თავდაცვის სექტორში რეფორმებს განახორციელებენ.

სამიტის შემაჯამებლად, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართა, სახელმწიფოს მეთაურებმა და ნატოს ხელმძღვანელებმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ვარშავის დეკლარაცია მიიღეს.
ვარშავას ორდღიანი სამიტი გუშინ, 8 ივლისს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის მთავრობამ Brexit-ის მეორე რეფერენდუმზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაNATO-ს სამიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე იტალიელ კოლეგას პაოლო ჯენტილონის შეხვდა