ნატო-ს გენერალური მდივანი – თქვენი შეიარაღებული ძალები ჩვენ უსაფრთხო გარემოში გვამყოფებენ

საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის, 1985 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, – ამის შესახებ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სტუდენტებთან შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და შეითვისა ფუნდამენტური ღირებულებები – დემოკრატია, მასმედია, უმცირესობების დაცვა, სამართლის უზენაესობა და ა.შ.

”ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი ნატო-ს გენმდივნის რანგში. საქართველოში მანამდეც ვიყავი. პირველი ვიზიტი საქართველოში 1985 წელს განხორციელდა, როდესაც საქართველო განსხვავებული ქვეყანა იყო. ამ პერიოდში ევროპა გაყოფილი იყო ღირებულებებით, კედლებით და არმიებით. 1985 წელს საქართველო იყო საბჭოთა რესპუბლიკა, ამჟამად არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ძალიან ახლო ქვეყანა ნატო-სთვის და იბრძვის გაწევრიანებისთვის. როდესაც 1985-ში თბილისში ჩამოვედი, გავჩერდი ”ინტურისტის” სასტუმროში, რომელიც განსხვავდება იმ სასტუმროსგან, რომელშიც დღეს ვცხოვრობ და ესეც გამოხატულებაა ცვლილელების. ძალზედ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოში და შეითვისა ფუნდამენტური ღირებულებები – დემოკრატია, მასმედიის თავისუფლება, უმცირესობების დაცვა, სასამართლოს უზენაესაობა. ეს არის ღირებულებები, რომელიც გვაკავშირებს. ჩვენ გვევალება დავიცვათ ეს ღირებულებები სხვადასხვა გზითა და მეთოდით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანვე, ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.

”ნატოს ყველა წევრის სახელით, ნატო-ს პარტნიორების სახელით, ნება მომეცით ღრმა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მისამართით. თქვენ, ნატო-ს გვერდში უდგახართ ავღანეთში მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვაღიარებთ და მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს. თქვენი ძალები რეალური წვლილის შემტანი გახდა ავღანელი ხალხისთვის უსაფრთხო მომავლის მშენებლობაში და ისინი, ჩვენც უსაფრთხო გარემოში გვამყოფებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშივინც არ უნდა გახდეს აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი, საქართველოსთან ურთიერთობები გააქტიურდება
შემდეგი სტატია,,ქართველებს შეუძლიათ ებრძოლონ პროპაგანდას და მათ ნაცვლად ამას მე ვერ გავაკეთებ”