NATO-“შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება”

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდესNATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულმა სხდომამ კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუცია და დეკლარაცია.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს შერჩევითი სამართლის გამოყენება.
“ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციები (ახლა უკვე 3 საპარლამენტო ასამბლეა) მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება და შერჩევითი სამართლის გამოყენება ოპოზიციის მიმართ და არ დაუშვას თავისუფალი მედიის შეზღუდვა. არ მაქვს იმედი, რომ ივანიშვილს ისევე როგორც პუტინს, ეს რეზოლუციები აღელვებს და რამეს მართლა შეცვლის, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია” – აცხადებს ბარამიძე.

banner
წინა სტატიაში“მილი თუ კარგად დატვირთული არ არის შეიძლება გაფუჭდეს კიდეც” – ზურაბ ტყემელაძე “გაზპრომზე” საუბრობს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი გია ბარამიძეს სიცრუეში ადანაშაულებს