“მილი თუ კარგად დატვირთული არ არის შეიძლება გაფუჭდეს კიდეც” – ზურაბ ტყემელაძე “გაზპრომზე” საუბრობს

tyemaladze‘არაფერი საგანგაშო არ ხდება,“ – ასეთი განცხადება გააკეთა გაზპრომთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე ზურაბ ტყემალაძემ. უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით რაც უფრო მეტად იქნება დატვირთული მილი, რომლითაც გაზი რუსეთიდან სომხეთს მიეწოდება, ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. დეპუტატი აქვე განმარტავს, რომ გაზპრომიდან გაზს თავად აზერბაიჯანიც ყიდულობს.

„აზერბაიჯანიც კი თავად ყიდულობს გაზპრომისგან გაზს და ეს არ არის სიახლე, ეს ბიზნესია. ეს უნდა იყოს ისე გათვალისწინებული, რომ არაფერი მოაკლდეს აზერბაიჯანიდან შემოსულ გაზს, პირიქით მზარდი იყოს, მაგრამ პარალელურად შეიძლება მილში მოხვდეს ეს გაზიც. ის მილი თუ კარგად დატვირთული არ არის შეიძლება გაფუჭდეს კიდეც,“ – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშიგაზპრომი ის კომპანიაა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ
შემდეგი სტატიაNATO-“შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება”