ირაკლი სესიაშვილი გია ბარამიძეს სიცრუეში ადანაშაულებს

,,დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები”- ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ავრცელებს.

,,ჩვენი დელეგციის მიერ წარდგენილი თითქმის ყველა წინადადება და ცვლილებები რეზოლუციებში გაზიარებულ იქნა ასამბლეის მიერ. სამწუხაროდ ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ბატონი ბარამიძე, ეცადა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ცრუ პოზიციების წარმოჩენას განსაკუთრებით იმ რეზოლუციებში სადაც საქართველოს წარმატებებზე და შემდგომი პერსპექტივების მხარდაჭერაზე იყო საუბარი. მისი ფუჭი მცდელობა რეზოლუციაში ჩაწერილიყო ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თუ რუსთავი 2-ის საკითხი, ცხადია, წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთადერთი რაზეც მინიშნება გაკეთდა, იყო ეუთოს და ევროსაბჭოს რეზოლუციები, რაც ყველამ კარად იცის თუ როგორ იქნა მიღებული. რაც არ უნდა ბევრი ეცადოს ,,ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ებრძოლოს ქვეყნის ინტერესებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც არ უნდა ემწარებოდეთ ქვეყნის წრმატებებისა და პროგრესის მოსმენა მაღალი ტრიბუნებიდან, რაც არ უნდა ეშინოდეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებების, დემოკრატიულობის, ევრო-ატლანტიკური რეალური პერსპექტივების ჩვენი ხელსუფლების პირობებში, ჩვენი ქვეყანა ღისეულად გააგრძელებს ამ გზაზე წინსვლას”- აცხადებს სესიაშვილი

banner
წინა სტატიაშიNATO-“შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა