ნათია თურნავამ ისრაელის ტურიზმის მინისტრთან ონლაინშეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ონლაინ შეხვედრა გამართა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან.

მინისტრებმა განიხილეს ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეაფასეს ის პერსპექტივები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ, ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში გამოკვლეული 327 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგიორგი გაბუნია სუსში მისვლას არ აპირებს – ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს გამოკითხვას