ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 10:10

ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.

​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების​ სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგის მომზადება.

​საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები „აზერბაიჯანის რკინიგზისა“ და „სოკარის“ ხელმძღვანელ პირებთან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 10:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics