ნათია თურნავა – საკადრო გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ პრემიერი, ჯერ წასვლას არ ვაპირებთ

პირველად მესმის, ჯერ მსგავსი სიგნალი არ მომსვლია, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე დასმულ კითხვას.

მინისტრის თქმით, მთავრობის არსებული შემადგენლობა ჯერ წასვლას არ აპირებს და ხალხისთვის მუშაობს.

„უი, რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არ გეწყინოთ, არამედ პრემიერ-მინისტრი და ჯერ მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: რომელი მეუფე გერასიმე წარდგა ჩემი დასჯის მოთხოვნით, ის ვინც პატრიარქის და მღვდელმთავრების საუბრებს ფარულად იწერს
შემდეგი სტატიაწყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა