ნათია თურნავა – ანაკლიის პორტი კვლავ არის ჩვენი პრიორიტეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება.

როგორც მან პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იძენს.

„ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ფხაკაძე – თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ძალიან გაგვიჭირდება
შემდეგი სტატიამარტვილის მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა