ნათია მეზვრიშვილი – სანამ ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი, გლობალური საშუალება არ იქნება შექმნილი, ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 24, 2020 14:07

ნათია მეზვრიშვილი – სანამ ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი, გლობალური საშუალება არ იქნება შექმნილი, ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით

თავიდან საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ სისტემა მოგვემზადებინა, შეგვეძინა მეტი ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით, შეგვემცირებინა მობილობა და ამ გზით მაქსიმალურად შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებით იყო სწორი, რადგან რეალურად ჩვენ თავიდან ავირიდეთ საკმაოდ დიდი ადამიანური დანაკარგები, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზაობაში იგულისხმება ის, რომ ქვეყანაში სამედიცინო საშუალებების სრული მარაგია, გადამზადებულია მედპერსონალი, მათ შორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და სხვადასხვა მიმართულებებით არაერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუნდაც საწოლფონდთან დაკავშირებით.

„ხშირად შეკითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ – მომზადებაში. უკეთეს მზაობაში, დღეის მდგომარეობით, ვგულისხმობთ იმას, რომ რა თქმა უნდა, უფრო მეტია, სამედიცინო საშუალებების სრული მარაგი გვაქვს, გადამზადებულია მედპერსონალი, მათ შორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და სხვადასხვა მიმართულებებით გადადგმული გვაქვს წინ ნაბიჯები, იგივე საწოლფონდთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ ამ დეტალებზე ბევრს არ ვისაუბრებ. ამ ყველაფრის მიუხედავად ვხედავთ, რომ რეალურად რაოდენობა მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ვირუსი გაქრა და დავამარცხეთ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ვირუსი არსად გამქრალა, ამას ცალკე აღებული ქვეყანა ვერ დაამარცხებს, ამის ილუზია ჩვენ არ უნდა გვქონდეს. საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაიგოს, მანამ სანამ ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი, გლობალური საშუალება არ იქნება შექმნილი, ან ვაქცინა არ იქნება, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 24, 2020 14:07