ნათია მეზვრიშვილი – ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი, ესენია – სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები

region
ავტ.: region ოქტომბერი 20, 2020 19:59

ნათია მეზვრიშვილი – ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი, ესენია – სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები

დღეს, მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მანვე განმარტა, ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი, ესენია – სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები.

„ჩვენ როდესაც ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვსაუბრობთ და ვამბოთ, რომ გამოსავალი იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით აღარ არის ჩაკეტვა, არამედ წესების შესრულებაა, აქ ვსაუბრობთ 3 მნიშვნელოვანი აქტორის როლზე – სახელმწიფო, მოქალაქე და ორგანიზაციები. ბიზნესს, დაწესებულებებს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ დაგვეხმარონ ამ წესების აღსრულებაში, მათაც გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, დასაქმებულებს მოუწოდონ არა მხოლოდ ამ წესების დაცვა, არამედ იზრუნონ დასაქმებულებზე. ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვნახეთ დასაქმებულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, როდესაც გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევები და არ უზრუნველყვეს შესაბამისმა კომპანიებმა თვითიზოლაციაში ამ ადამიანების გადაყვანა. დღეს, მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა. ჩვენ ახლა ისეთ პროცესში ვიმყოფებით, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 20, 2020 19:59