ნათია მეზვრიშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ნაწილი – თუ ამ ჯაჭვმა სინქრონულად არ იმუშავა, დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა შეუძლებელი იქნება

ნათია მეზვრიშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ნაწილი – თუ ამ ჯაჭვმა სინქრონულად არ იმუშავა, დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა შეუძლებელი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში 2018 წლის დანაშულის სტატისტიკაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არის დანაშაულის კატეგორიები, სადაც სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობა და საზოგადოების ჩართულობაა საჭირო.

„გაუმჯობესებული აღრიცხვიანობის გამო მოხდა მნიშვნელოვან ნაწილში მატება, თუმცა გვაქვს გარკვეული ნაწილი სადაც მატება – მაგალითად გამოძალვის მიმართულებით, მაგალითად ხულიგნობაში, ქურდული სამყაროს წევრობაში და კანონიერ ქურდობაში, მატება ცივი იარაღის ტარებაში – ეს არის ის კატეგორიები, სადაც მატება აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით არ არის გამოწვეული. სადაც პირდაპირ გეტყვით, ჩემს პირად მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის, უკიდურესად ლიბერალური სისხლის სამართლის კოდექსის შედეგი. ოღონდ ისეთი ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ცალკეული უწყებების მიმართულებით, ხარისხობრივი გაუმჯობესება საქმიანობის არ მოჰყოლია. ამის ნათელი მაგალითია, ის მდგომარეობა რაც ჩვენ გვაქვს დღეს არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის მიმართულებით. ანუ ერთი მხრივ პოლიტიკა გახდა ლიბერალური, სახელმწიფოს მიდგომები გახდა ლიბერალური მაგრამ მეორე მხარეს, ის რაც ხარისხობრივად უნდა გაუმჯობესებულიყო, არ, თუ ვერ გაუმჯობესდა. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ახლა რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თავისი მოქმედების ფარგლები, მანდატი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის, ერთიანი ჯაჭვის, ერთი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვყავს პროკურატურა სამინისტროს შემდეგ, სასამართლო პროკურატურის შემდეგ და ჩვენ გვყავს ბოლო რგოლი სასჯელაღსრულების სისტემა – თუ ეს ჯაჭვი არ გაერთიანდა და ამ ჯაჭვმა სინქრონულად არ იმუშავა, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, რაც ჩამოვთვალე – გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, ცივი იარაღის ტარება ჯანმრთელობის დაზიანებებში ე.წ დაჭრები – უბრალოდ წარმატებული ბრძოლა შეუძლებელი იქნება. ახლა ჩვენ რა გავაკეთეთ – 2018 წელს არაერთი საკანონმდებლო ინიციატივით მივმართეთ პარლამენტს. მოგეხსენებათ მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც არ იყო დასჯადი, დასჯადი გავხადეთ. რეალურად პრაქტიკაში აღვასრულეთ ეს ყველაფერი და რაოდენობა გაიზარდა. 5-ჯერ გაიზარდა ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობისთვის დაკავებული პირების რაოდენობა. რამდენიმე დღის წინ, მთვარობას მივმართეთ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ვახდენთ. ანუ საკანონმდებლო ნაწილში გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ ასევე პრევენციული მიმართულებით და ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას , მართლმსაჯულების სისტემის ეს ჯაჭვი როგორ აუწყობს ფეხს ყველაფერს. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია თითოეულმა უწყებამ ამ ყველაფერში თავისი როლი გააცნობიეროს. საზოგადოება ითხოვს ჩვენგან მკაცრ მიდგომებს, საზოგადოება ითხოვს დანაშაულთან შეურიგებელ ბრძოლას, მაგრამ ეს ისეთი კატეგორიის და დანაშაულებია, სადაც მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა უბრალოდ საკმარისი არ არის. საზოგადოება რომელიც ამას ითხოვს, ცოტა უხეშად შეიძლება გამომდის, მაგრამ საზოგადოების თითოეულმა წევრმა ნება უნდა იბოძოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს. სახელმწიფოს ეს ბრძოლა წარმატებული ვერ იქნება, თუ საზოგადოებამ ამაში აქტიური როლი არ შეასრულა.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის მუხლები მას შემდეგ ავამოქმედეთ, რაც ხორავას ქუჩაზე ტრაგიკული შემთხვევა დატრიალდა. მას შემდეგ პრაქტიკაში არა ერთი მაგალითი გვქონდა, როდესაც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და დაფარვისთვის ცალკეული პირები დავაკავეთ, ამ მხრივ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით რეალურად ზრდა გვაქვს.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: ვის და რატომ არ აწყობს მამა გიორგის თემის განხილვა?