თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში 2017 წლის ივლისში მოყვა. ავარიის დროს მან თავის ტრავმა მიიღო. ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.