მღვდელმონაზონი ანდრია სარია: ვის და რატომ არ აწყობს მამა გიორგის თემის განხილვა?

საპატრიარქოს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ ერთგვარი გამოწვევაა, ბიძგი იმისათვის რომ რომელიმე სასულიერო პირმა ,,შეცდომა” დაუშვას. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ბრძანა რომ მეუფე დიმიტრიმ აზიაროსო, განცხადებაში წერია მღვდლებმა აზიარონ და მერე ,,მოვთხოვთო”. ასეთ იეროგლიფებს პირდაპირ არ სჯობდა სინოდზე ემსჯელათ? ამდენი მარჩიელობა და დიალოგი ხომ არ გაიმართებოდა ამ თემის გარშემო. კითხვები დავსვათ:
1. ვის და რატომ არ აწყობს მამა გიორგის თემის განხილვა?
2. ორი წლის განმავლობაში მხოლოდ შესულთა აღშფოთება გვხვდება განცხადების სახით, მაგრამ რეალურად ამით რა იცვლება?
3. პროკურატურასთან ასე დაახლოებული რატომ არიან გარკვეული სასულიერო პირები და მათი ლოგიკის მიხედვით ინფორმაციის გაჟღერება რა წესია?
კანონიკის მიხედვით ვერცერთი სასულიერო პირი ვერ აზიარებს, სანამ თავად ეკლესია არ იმსჯელებს ამ თემაზე. ვინც უზიარებლობით ,,დასაჯა” მამა გიორგი, სწორედ მან უნდა გასცეს პასუხი რა მიზეზის გამო მოხდა ეს და რამდენად ობიექტური იყო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება!
მამა გიორგის ამით ნამდვილად არაფერი აკლდება, მაგრამ კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი ჩარჩოებით დარწმუნებული ვარ თავის დროზე განხილულიც იქნება და პასუხი ყველა დამნაშავეს მოეთხოვება!

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ნაწილი – თუ ამ ჯაჭვმა სინქრონულად არ იმუშავა, დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა შეუძლებელი იქნება
შემდეგი სტატიამამა პეტრე: როდის უნდა შეწყდეს საბჭოთა სისტემის თაყვანისცემა ჩვენ ქვეყანაში?!