“ბაღები წლის დასაწყისში გადატვირთულია, შემდეგ კი ბავშვების ნაწილი არ დადის და შედარებით უკეთესი მდგომარეობაა” – ასე გამოეხმაურა დავით ნარმანია 206-ე ბაღში მომხდარ უბედურ შემთხვევას. დედაქალაქის მერს იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში ბავშვების ნაწილი ბაღში აღარ ივლის და ჯგუფები ამ გზით განიტვირთება.
შემთხვევა ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში მოხდა, რა დროსაც, მცირეწლოვანი მეორე სართულიდან გადმოვარდა. სამი წლის ბავშვი კვლავ “ინგოროყვას” კლინიკაში რჩება.
„ყოველთვის, პირველი ორი-სამი კვირა ასეა, გადატვირთულია. შემდეგ რაღაც ნაწილი ბავშვების არ დადის და აქედან გამომდინარე, ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა. ვფიქრობთ, რომ წელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, მიმდინარეობს ბაღების მშენებლობა და იმედოვნებს, რომ ეს ბაღების გადატვირთულობას მოხსნის.