ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომავალ კვირაში იგეგმება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 29, 2018 13:39

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომავალ კვირაში იგეგმება

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომავალ კვირაში იგეგმება.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, საკითხზე დეპუტატებთან კოსულტაციები გრძელდება, თუმცა სავარაუდოდ მხარეები ცვლილებების ეტაპობრივ ამოქმედებაზე შეთანხმდებიან.

აკაკი ზოიძის თქმით, პირველი მიზანი იმ კომისიის შექმნაა, რომელმაც ნარკომოხმარების პრევენციასა და მომხმარებელთა რეაბილიტაციაზე უნდა იზრუნოს.

„გარკვეულ დეტალებზე კვლავ მიდის კონსულტაცია. იმ კვირაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ და გვქონდეს იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც შეჯერებული პოზიციით უნდა წარვსდგეთ. ყველა ვარიანტში მოხდება ნაბიჯების გადადგმა იმით, რომ პრევენციაში ჩაიდება თანხები, შემოვა კომისიიის მექანიზმი, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა შევამციროთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატის თქმით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან გამოცდილი ექიმები, ყოფილი სამართალდამცავები, ყოფილი მოსამართლე, სოციალური მუშაკი.

„ასევე, მონაწილეობა ვთხოვეთ ეკლესიასაც, რომ ყველა მიმართულებიდან შევძლოთ და გადავარწმუნოთ ადამიანები და ნარკოდამოკიდებულების გზიდან მოვაბრუნოთ. უკვე დამოკიდებულებს კი, შევთავაზოთ ზიანის შემცირება, ზრუნვა, მკურნალობა, რათა საზოგადოებაზე ზიანი შემცირდეს, კრიმინალური, ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით“, – ამბობს აკაკი ზოიძე.

მისი განმარტებით, ეს არამხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, არამედ უპირველესად საზოგადოებისთვის უნდა გაკეთდეს.

„ძალიან ცდებიან ოპონენტები, ვინც მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის – ეს არის პირველ რიგში სწორედ საზოგადოებითვის, რომ დავიცვათ და ამავდროულად, ცხოვრება შევუმსუბუქოთ 50 ათასამდე პრობლემურ ნარკომომხმარებელს, რომელიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, როგორც სტიგმის, ასევე სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა კუთხით. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგას, დავარწმუნოთ ჩვენი ოპონენტები კონკრეტული, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ კომისია მუშაობს. ერთი წლის თავზე ვაჩვენოთ, რომ კი არ მოიმატა ნარკომომხმარებელთა რაოდენობამ, არამედ შემცირდა და აღნიშნული მეთოდი მუშაობს. მას შემდეგ, რაც დავარწმუნებთ, რომ არა სადღაც პორტუგალიაში, არამედ საქართველოში იმუშავა ამ მიდგომამ, დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გატარდება რეფორმა, იმ ფორმით, რა ფორმითაც თავის დროზე ინიცირება მოხდა“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 29, 2018 13:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics