ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია – არასამთავრობო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარისთვის არგუმენტების გასაცნობად მზად არის

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი მზად არის, საკუთარი არგუმენტები პარლამენტის თავმჯდომარეს პირადად გააცნოს. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია კანონპროექტი და მმართველი გუნდი განხილვების დაწყებას განგებ აჭიანურებს.

მათი განმარტებით, დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას ასახავს.

რეფორმის გატარების შემთხვევაში, არასამთავრობოები 2027 წლისთვის ქვეყნაში ნარკომომხმარებელთა რიცხვის განახევრებას პროგნოზირებენ.

„ჩვენ მზად ვართ, რომ თავმჯდომარეს გავუზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული არგუმენტები. ქვეყნებმა, რომლებმაც ეს გზა არჩიეს, ანუ კანონმდებლობის შემსუბუქებაზე და სამკურნალო და სარეაბილიტაციო მეთოდებზე დამყარებული მიდგომები, იქ არსად არ გაზრდილა ნარკოტიკით გამოწვეული ზიანი და ზოგადად, ნარკოტიკის მოხმარება,“ – აცხადებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი გურამ იმნაძე.

banner
წინა სტატიაშიშესაძლო გარიგებების და კორუფციის ფაქტები – “გამჭვირვალობა” პარტიების დაფინანსების კვლევას წარადგენს
შემდეგი სტატიადღეს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება