“ნარკოდამოკიდებული ადამიანების ახლობლებს აშანტაჟებენ, რომ ხმები მიიტანონ” – ნიკა რურუა ნარკოპოლიტიკის რეფორმის გაჭიანურებას არჩევნებს უკავშირებს

მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკის შესახებ რეფორმასთან დაკავშირებით საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.

როგორც უმრავლესობის წევრების განცხადებით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის წამოწევა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. რადგან სწორედ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაპატიმრებული ადამიანების გამოყენებით ვაჭრობს მმართველი გუნდი და ბრალდებულების ახლობლებს აიძულებს საარჩევნო ხმების მიტანას.

„უბედურებით მოვაჭრეობა არის ნამდვილი. და ეს არაერთხელ გაუკეთებიათ მათ იქნება ეს დაპატიმრებული ადამიანი თუ იქნება ეს ნარკოდამოკიდებული ადამიანი. შანტაჟის საშუალებით, მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ამხანაგებს, უბნელებს აიძულებენ, რომ რაღაც რაოდენობის ხმები მიიტანონ იმის სანაცვლოდ, რომ შემდეგ ამ ადამიანს ან ხელი არ ახლონ, ან გამოუშვან ან შეუმსუბუქონ ან რაღაც ასეთი. ამიტომ დარწმუნებული ვარ რადგან წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები ასეთი სრულიად უტიფარი და სამარცხვინო რაღაცა განზრახული აქვთ. იმიტომ რომ სხვა ახსნა ამას არ აქვს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის გამოსაძიებლად საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიაპასუხი 6 დღის შემდეგ – საპატრიარქო მეუფე გრიგოლის სკანდალურ განცხადებებს პასუხობს