ნაფარეულის 1 ნომერში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს

თბილისში, ნაფარეულის 1 ნომერში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირებმა მიმავალი მანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3-4 ნაწილით მიმდინარეობას, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერიაში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში სოფელ მედანის მხარეს,მთის წვერზე ხანძარია